ლისაბონის „სპორტინგის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მორტენ ჰიულმანი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის ფეხბურთელში ესპანელებმა 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. დანიელმა „ატლეტიკოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მორტენ ჰიულმანი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 142 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე დანიელი იტალიური „ლეჩეს“ და ავსტრიული „ადმირას“ ღირსებას იცავდა. დანიის ნაკრებში მას 27 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.





