ფეხბურთი

2:08 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "საფრანგეთის არ გვეშინია, ისინი ბოლო ორ მატჩში დავამარცხეთ"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ბელგიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისაუბრა საფრანგეთის ნაკრებთან მომავალ ნახევარფინალზეც და აღნიშნა, რომ მათ ფრანგების არ ეშინიათ:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ნახევარფინალში გავედით. მოედანზე ყოველთვის ჩაკეტილი ვარ, რამდენიმე ფეხბურთელია ჩემთან, მაგრამ ყოველთვის არის თავისუფალი მოთამაშე, როგორც ეს პირველი გოლის დროს მოხდა. გოლები? ევროპის ჩემპიონატზე ერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ტურნირი მოვიგეთ. თუ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ, ჩემი გოლები არავის გაახსენდება. მთავარია, გამარჯვებით, ეს არის ჩვენი მისია.

საფრანგეთთან მატჩი? ჩემი აზრით, თუ მათ ვინმეს უნდა ეშინოდეთ, ეს ჩვენ ვართ, რადგან ადრე მოვახერხეთ მათი დამარცხდება. არ გვეშინია, ბოლო ორ მატჩში ისინი დავამარცხეთ. ორი ვარიანტია - ან საფრანგეთი ზედიზედ მესამედ გავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ან მათ ზედიზედ მესამედ დავამარცხებთ“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთს საფრანგეთთან ბოლო ორი მატჩი მოგებული აქვს: 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე (2:1) და შარშან ერთა ლიგაზე (5:4).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169828