„მილანმა“ რომის „ლაციოდან“ ესპანელი მცველი მარიო ხილა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 4.5 მილიონი ევრო, პლუს 1 მილიონის ბონუსი იქნება.
25 წლის მარიო ხილა „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, 2022 წლიდან კი ლაციოში თამაშობდა, სადაც 120 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა.





