„დორტმუნდის“ ფეხბურთელი კარიმ ადეიემი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, შეთანხმება შედგა.
ადეიემის სანაცვლოდ „ბარსა“ გერმანულ გუნდს 22 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსად 7 მილიონიც დაემატება, ოღონდ, ამისთვის საჭირო იქნება „ბარსელონა“ ჩემპიონი გახდეს და ფეხბურთელმაც თავი გამოიჩინოს. გერმანელი „ბლაუგრანასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კარიმ ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზალცბურგის“ და „ლიფერინგის“ ღირსებას იცავდა.





