ფეხბურთი

2:25 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ გულშემატკივრები დაამშვიდა - მას ტრავმა არ აქვს.

მბაპე მაროკოსთან მატჩში დაზიანების გამო შეცვალეს, მაგრამ სერიოზული არაფერია, ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

„კარგად ვარ, მხოლოდ დარტყმა მივიღე კოჭში, მაგრამ კარგად ვარ. იმ მომენტში მატეტა უფრო მზად იყო სათამაშოდ, ვიდრე მე ბოლო 15 წუთში. ის შევიდა, ეს კარგია და ლამის გაიტანა კიდეც.

არ ვიცი უფრო ახლოს ვართ თუ არა, მიზანთან. გზა ჯერ კიდევ გრძელია, წინ კიდევ უფრო მეტი სირთულე გველოდება, მაგრამ მზად ვართ. ჰაკიმი? მოედანზე არანაირ ემოციას არ ვგრძნობ, აქ გამარჯვებისთვის ვარ და ისიც მოედანზე მოგებისთვის იყო. უფრო რთული იქნება მისი დამწუხრებული ნახვა გასახდელში, რადგან ძალიან ახლო მეგობარია“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს 8 გოლი აქვს მიმდინარე მუნდიალზე გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიონელ მესისთან ერთად ლიდერობს. საფრანგეთი ნახევარფინალში ესპანეთს ან ბელგიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091616