ფეხბურთი

0:46 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგის" კაპიტანი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს

ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტანი მორტენ ჰიულმანი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. 27 წლის ფეხბურთელში ესპანელები 40 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. დანიელი „ატლეტიკოსთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მორტენ ჰიულმანი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 142 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე დანიელი იტალიური „ლეჩეს“ და ავსტრიული „ადმირას“ ღირსებას იცავდა. დანიის ნაკრებში მას 27 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089586