გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დაიწყო და მომდევნო ეტაპისკენ ნაბიჯი გადადგა.
გორელებმა სან მარინოს „ვირტუსს“ უმასპინძლეს და 3:1 აჯობეს. თუმცა, მატჩი „დილასთვის“ კოშმარულად დაიწყო, რადგან მესამე წუთზე „ვირტუსი“ სიმონე ბენიკასას გოლით დაწინაურდა.
თუმცა, „დილამ“ 5 წუთში შოთა შეყილაძის გოლით გაათანაბრა, ხოლო მე-14 წუთზე ბლენქსონ ანოფის გოლით სულაც წინ გავიდა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, გორელებმა მეორე ტაიმში გაზარდეს უპირატესობა, როცა შეცვლაზე შესულმა მოჰამედ კანტემ მესამედ დაამწუხრა სტუმრები.
„დილამ“ მეტი ვეღარ გაიტანა, ორბურთიან უპირატესობას დასჯერდა, რაც მეტოქიდან გამომდინარე, საპასუხო მატჩის წინ ურიგო ჰანდიკაპი მაინც არ უნდა იყოს. საპასუხო თამაში ერთ კვირაში სან მარინოში გაიმართება.
„დილა“ – „ვირტუსი“ 3:1 (2:1)
„დილა“ (4-3-3): კერესელიძე; სანიანგი, კიკაბიძე, ჟოაო არაუჟო, ჯალაღონია; ანოფი, ტალი (კოაკუ 54), მენთეშეშავილი; გოგობერიშვილი (კანტე 46); შეყილაძე (კოხრეიძე 84), ფარულავა (დონკორი 65)
გოლები: 0:1 ბენიკაზა (3), 1:1 შეყილაძე (8), 2:1 ანოფი (14), 3:1 კანტე (68)







