„ბარსელონამ“ შესაძლოა „დორტმუნდიდან“ კარიმ ადეიემი დაიმატოს. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
ადეიემიმ „დორტმუნდს“ აცნობა, რომ მხოლოდ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს. კარიმს გერმანელებთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
„ბარსელონამ“ „დორტმუნდს“ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და ახლა სწორედ „ყვითლებთან“ მუშაობს გარიგების დასრულებაზე.
კარიმ ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობს და 146 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ზალცბურგის“ და „ლიფერინგის“ ღირსებას იცავდა.





