„მარსელის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი კარიერას დიდი ალბათობით, „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.
ინგლისელი თურქულ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
„ფენერში“ დარწმუნებული არიან, რომ „მარსელს“ 45 მილიონ ევროდ ტრანსფერზე მოურიგდებიან. თუ ბოლო მომენტში გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მეისონი სტამბოლურ გუნდს შეუერთდება.
მეისონ გრინვუდი „მარსელში“ 2024 წლიდან თამაშობს და 82 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერისა“ და „ხეტაფეს“ წევრი იყო.





