მილანის „ინტერმა“ რომის „ლაციოდან“ ივან პროვედელი დაიმატა. ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა მეკარემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „ლაციომ“ 3 მილიონი ევრო მიიღო. ის „ინტერში“ მეორე მეკარის როლში იქნება, რადგან „ნერაძურის“ მთავარ მეკარედ კრისტიან კივუ ესპანელ ხოსეპ მარტინესს განიხილავს.
32 წლის ივან პროვედელი „ლაციოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 1 გოლიც გაიტანა, ჩემპონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“. მანამდე პროვედელს „პიზაში“, „პერუჯაში“, „მოდენაში“, „პრო ვერჩელში“, „ემპოლისა“ და „იუვე სტაბიაში“ უთამაშია.





