ფეხბურთი

21:47 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" კონფერენს ლიგა მძიმე მარცხით დაიწყო

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგა მძიმედ დაიწყო და აზერბაიჯანში, „ზირას“ წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა, რის შედეგადაც, მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალიან შეიმცირა.

აზერბაიჯანულმა გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში აჯობა და თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა.

სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა გოლში 32-ე წუთზე ასახეს, როდესაც კუთხურის შემდეგ რუან რენატომ თავური დარტყმით გაუტანა ოთო გოშაძეს. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარი დირკ შუსტერის გუნდისთვის მძიმედ დაიწყო: 47-ე წუთზე საჯარიმოში დავით ვოლკოვმა პოზიციისთვის ბრძოლა მოიგო და აზერბაიჯანელთა ქართველმა ლეგიონერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრები ამ მომენტში ჯარიმას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

ცოტა ხანში „ტორპედოს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც რუან რენატომ ზუსტად დაარტყა, დუბლი შეასრულა და 3:0... დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. რომ არა გოშაძე, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა.

ძნელი სათქმელია საპასუხო მატჩისთვის „ტორპედოს“ რა შანსი აქვს, მაგრამ ქუთაისში ბოლომდე ბრძოლის გარდა, სხვა გზა უბრალოდ არ ექნება. ფაქტია, რომ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.

„ზირა“ – „ტორპედო“ 3:0 (1:0)

„ტორპედო“ (4-3-3): გოშაძე; ჩერიფი, მანე (სკორუპი 38), შიმიჩი, კუპრავა (სტამატოვი 67); ბუკია, მამუჩაშვილი, პირესი; არაბიძე (დეისაძე 67), ანდრიჩი, პინსონი

გოლები: 1:0 რუან რენატო (32), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რუან რენატო (64, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088095