ფეხბურთი

19:16 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ბიძინაშვილი და გაფრინდაშვილი დაიმატა

წყალტუბოს „სამგურალმა“ 29 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ირაკლიმ მინდინარე ეროვნული ლიგის პირველი ეტაპი თბილისის „იბერიაში” გაატარა. სხვადასხვა დროს ის ქუთაისის „ტორპედოს”, ბათუმის „დინამოსა” და გორის „დილას” ღირსებას იცავდა. 2023 წელს ბათუმის ,,დინამოსთან” ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

„სამგურალის” ახალწვეულს უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2018-2019 წლების სეზინში ის სომხურ „ნოაში” და ლატვიურ „იელგავაში” ასპარეზობდა, 2024 წელს კი ყაზახურ „ჟენისში” ითამაშა. ასევე იყო საქართველოს 21 და 19 წლამდე ნაკრებების წევრი.

გარდა ამისა, „სამგურალმა“ თორნიკე გაფრინდაშვილი დაიმატა, რომელიც გუნდს პოლონური „არკა გდინიადან“ შეუერთდა.

29 წლის ფეხბურთელი ძირითადად მარჯვენა ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე ასპარეზობს. გამოირჩევა სისწრაფით, ტექნიკითა და მარცხენა ფეხით.

საქართველოში კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „გაგრასა“ და ბათუმის „დინამოში“ გაატარა. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ბათუმურ კლუბში ჰქონდა, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში 79 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

2021 წელს „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა. იმავე კლუბის მაისურით ევროტურნირებზეც იასპარეზა.

ბათუმის „დინამოდან“ კარიერა პოლონეთის ექსტრაკლასაში, ლუბინის „ზაგლებიეში“ გააგრძელა, სადაც 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

2024 წლის იანვარში გდინიის „არკას“ შეუერთდა. 2024/25 წლების სეზონში გუნდთან ერთად პოლონეთის პირველი ლიგა მოიგო და კლუბის ექსტრაკლასაში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.

"სამგურალმა" მანამდე "დინამო თბილისიდან" თავდამსხმელი ირაკლი სირაძე დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091509