არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია.
მან ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ მედიასთა საუბრისას აღნიშნა:
„მესი შთამბეჭდავია. მოედანზეც ვუთხარი, რომ ამას იმსახურებდა. იმსახურებს იმის გამო, თუ როგორი ადამიანია, იმიტომ, გუნდს რასაც აძლევს და რადგან, ეს მისი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია. ის ჩვენი ლიდერია, ვცდილობთ, მას მხარი დავუჭიროთ და ყოველთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ლაუტარომ.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მეპასეა.







