ფეხბურთი

18:52 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბუაშვილი ისევ "მეცში" ითამაშებს

გიორგი აბუაშვილი ისევ „მეცში“ ითამაშებს. ფრანგულმა კლუბმა და ფოთის „კოლხეთმა“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, აბუაშვილი „მეცში“ 2027 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება.

მოგეხსენებათ, გიორგი საფრანგეთში გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა, რომლის განმავლობაში ლიგა 1-ში 23-ჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა „ნანტის“ და „ტულუზის“ წინააღმდეგ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „მეცში“ ვრჩები და ძალიან ვამაყობ, რომ ამ სეზონშიც კვლავ აქ ვითამაშებ. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები, ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები წარმოვაჩინო. იმედი მაქვს, ბევრ გოლს გავიტან“, - თქვა აბუაშვილმა, რომელსაც ამჯერად თამაში ლიგა 2-ში მოუწევს.

გიორგი აბუაშვილს „დინამო თბილისში“, „პორტუ B“-ში, „პეტროლულსა“ და „კოლხეთში“ უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ დატოვა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც „ჰოლშტაინ კილში“ გადავიდა და გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც თავისუფალი აგენტია და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088227