ფეხბურთი

20:50 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ლუკა ლაცაბიძე დაიმატა

22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე „ტორპედოს“ ფეხბურთელია.

ლაცაბიძე „ტორპედოს“ დონეცკის „შახტარიდან” ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

„დანიიდან რომ წამოვედი, სხვა შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ გამოჩნდა თუ არა, ტორპედოს ვარიანტი, გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში უნდა წამოვსულიყავი. ტორპედო ისტორიული გუნდია, საზღვარგარეთ მის შესახებ ყველამ იცის. როცა ქართველი თამაშობს ტორპედოში, დიდი მოტივაციაა, წნეხიცაა, მაგრამ სასიამოვნო წნეხი, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთო. მთელმა გუნდმა ყველანაირად ხელი შემიწყო, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც სახლში. მაქსიმუმს გავაკეთებ მოედანზე და ვეცდები, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ“, - თქვა ლუკამ.

ლაცაბიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად მიიჩნევა. კარიერის განმავლობაში იგი თბილისის „დინამოს”, დონეცკის „შახტარის”, ოდესის „ჩერნომორეცისა” და დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ თამაშობდა.

ლუკა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების უცვლელი წევრი იყო და ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გამოძახებული იყო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09565