ფეხბურთი

13:25 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ალთუნაშვილი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

„დინამო ბათუმმა“ სანდრო ალთუნაშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ჰაიფას ჰაპოელი დატოვა, საიდანაც ბათუმელთა რიგებს შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

ალთუნაშვილი „დინამოს“ კარგად იცნობს, სადაც 97 მატჩი აქვს ჩატარებული და საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა. მას ასევე უთამაშია „იბერიასა“ და ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158901