ფეხბურთი

12:20 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ინგლისელი მცველის დამატება სურს

მილანის „ინტერი“ ლონდონის „ჩელსიდან“ ტრევო ჩალობას ტრანსფერზე მუშაობს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იტალიის ჩემპიონსა და ინგლისელ მცველს შორის 2031-წლამდე კონტრაქტზე პირადი შეთანხმება მიღწეულია. ახლა „ინტერი“ „ჩელსისთან“ შეთანხმებაზე მუშაობს. „ჩელსი“ ტრევოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

ტრევო ჩალობას „ჩელსიში“ 151 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მას იჯარით „იფსვიჩ თაუნში“, „ჰადერსფილდში“, „ლორიენსა“ და „კრისტალ პალასში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164815