2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხორვატიასთან, 1/16 ფინალურ მატჩამდე, პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ვიტინიამ მეტოქის კაპიტან ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ ხორვატი მისთვის მისაბაძი მაგალითია, მაგრამ გუნდურ მიზნებს პირად ამბიციებზე მაღლა აყენებს.
„მოდრიჩი ჩემთვის კერპია. მის წინააღმდეგ მითამაშია და მაისურიც გამიცვლია, მაგრამ არ მიყვარს იმის თქმა, მისნაირი ვარ თუ არა. ვიმედოვნებ, ხვალ მისთვის უფრო სევდიანი დღე იქნება“, - ციტირებს ვიტინიას სიტყვებს ESPN.
პორტუგალია - ხორვატიის შეხვედრა ხვალ, 3 ივლისს გაიმართება ტორონტოში და თბილისის დროით ღამის 3 საათზე დაიწყება.







