ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოადან“ 19 წლის თავდამსხმელი, ჯეფ ეხატორი დაიმატა ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ეს ტურინელთა პირველი და ძალიან მოულოდნელი გარიგებაა მიმდინარე ზაფხულს. მოულოდნელი იმიტომ, რომ ეხატორი „ჯენოას“ ძირითადი შემადგენლობის წევრიც კი არ ყოფილა. თუმცა, „იუვემ“ მის სანაცვლოდ თითქმის 18 მილიონი ევრო გადაიხადა.
ფეხბურთელმა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 1.3 მილიონი ევრო იქნება.
ჯეფ ეხატორი „ჯენოას“ აღზრდილია, რომლის მაისურით 57 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას იტალიის ნაკრებშიც აქვს ერთი თამაში ჩატარებული.





