ფეხბურთი

22:02 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რომ არა ჰარი კეინი...

ინგლისის ნაკრები ახლა წესით ბარგის ჩალაგებაში იქნებოდა, მაგრამ ჰარი კეინი ჰყავს და მერვედფინალშია.

შესაბამისად, თომას ტუხელის გუნდის ოცნება გრძელდება. არადა, ინგლისს ძალიან გაუჭირდა 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ზოგადად, „სამი ლომი“ ჯგუფშიც არ იყო დამაჯერებელი და ახლაც ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რასაც მისგან ელიან, მაგრამ შეუჩერებელი ფორვარდი ჰყავს, რომელსაც მოედანზე ყველაფერი გამოსდის.

ინგლისისთვის თამაში ცივი შხაპით დაიწყო: მეშვიდე წუთზე დაცვა აშკარად ჩავარდა, რითაც კონგოელებმა ისარგებლეს და ბრაინ სიპენგამ ჯორდან პიკფორდს შანსი არ დაუტოვა. შედეგად, დრ კონგო დაწინაურდა და სენსაციის სუნიც დატრიალდა.

ინგლისი მომენტებს ქმნიდა, მაგრამ კონგო თავს იცავდა, მეკარეც შესანიშნავად ირჯებოდა და დროც გადიოდა. თუმცა, როგორ გინდა, გააჩერო ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა?

ჰარი კეინი უბრალოდ დაფრინავს და ალბათ, კარიერის ფორმის პიკშია. მან 75-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ეს დამატებითი დროის მომასწავებელი იყო, მაგრამ კეინი ამაზე არ ფიქრობდა. ფიქრობდა, 90 წუთში თამაშის დასრულებაზე და 86-ე წუთზე ისეთი გოლი გაიტანა, წარმოდგენაც რომ რთული იქნებოდა - უძლიერესი დარტყმით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. კეინს მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 გოლი დაუგროვდა და ჟუსტ ფონტენს გაუთანაბრდა, ხოლო პელეს სულაც გადაასწრო.

ინგლისის ნაკრებმა მძიმედ, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა და მერვედფინალშია. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუმცა, ტუხელის გუნდს მომატება მოუწევს. ინგლისის მომდევნო მეტოქე „აცტეკაზე“ მასპინძელი მექსიკის ნაკრები იქნება.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები კი ქებას იმსახურებს. რთული ჯგუფიდან გავიდა, 1/16-ფინალშიც არაფერი დათმო ტურნირის აშკარა ფავორიტთან და ტურნირიდან თავაწეული მიდის.

ინგლისი - დრ კონგო 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 სიპენგა (7), 1:1 კეინი (75), 2:1 კეინი (86)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09143