თურქულ „ბაშაქშეჰირში“ საბა ხარებაშვილის კარიერა დაიწყო. „დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი მცველი სტამბოლურ გუნდს უკვე შეუერთდა.
საბამ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, „ბაშაქშეჰირმა“ ხარებაშვილი გასულ ზამთარს იყიდა, მაგრამ 6-თვიანი იჯარით „დინამოში“ დატოვა, რომლის ვადა ამოიწურა და საბაც სტამბოლელებს შეუერთდა.
ხარებაშვილმა „ბაშაქშეჰირთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. სტამბოლურ გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ნური შაჰინი წვრთნის.







