ფეხბურთი

1:01 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კანადა პირველი მერვედფინალისტია

მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფი დაიწყო, 1/16-ფინალური ეტაპი, რომელიც კანადა - სამხრეთ აფრიკის მატჩით დაიწყო.

ორივე ნაკრებისთვის ისტორიული თამაში იყო, რადგან ისინი პირველად იყვნენ მუნდიალის პლეი-ოფის სტადიაზე. კანადა მუნდიალის თანამასპინძელია, მაგრამ მატჩის ჩატარება ლოს ანჯელესში, ამერიკაში მოუწია, ასე რომ, ნეიტრალურ სტადიონზე...

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა, თუმცა, დაძაბული და ბოლოს დრამატულიც. კანადა ფლობდა უპირატესობას, მაგრამ სამხრეთ აფრიკა თავს იცავდა, „ბაფანა ბაფანა“ ძალიან კარგად იდგა უკანა ხაზში, თუმცა, ბოლოს მაინც ვერ გაძლო.

ყველა დამატებით დროს ელოდა, რადგან მესამე კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა და გოლი არ ჩანდა. თუმცა, 93-ე წუთზე სტეფენ ეუშტაკიომ აფრიკელთა კარში აუღებელი დაარტყა და კანადის ნაკრებმა გაიმარჯვა - 1:0.

კანადა მომდევნო ეტაპზეა, მერვედფინალში და მეტოქეს დაელოდება, სადაც ნიდერლანდებს ან მაროკოს ნაკრებს შეხვდება.

სამხრეთ აფრიკა - კანადა 0:1 (0:0)

ლოს ანჯელესი, „სოფი სთედიუმი“

სამხრეთ აფრიკა (4-2-3-1): ვილიამსი; მუდაუ, ოკონი, მბოკაზი, მოდიბა; მოკოენა, სითოლე; მასეკო (მორემი 86), მოფოკენგი (მბათა 46), აპოლისი; მაკგოპა (რაინერსი 86)

მწვრთნელი: უგო ბროსი

კანადა (4-4-2): კრეპო; ჯონსტონი, ბომბიტო (დე ფრუჟელო 59), კორნელიუსი, ლარიეა; ბიუქანენი (დევისი 75) სალიბა (სიგური 67), ეუშტაკიო, მილარი (შაფელბერგი 70); დევიდი, ოლუვასეი (პ. დევიდი 70)

მწვრთნელი: ჯესი მარში

გოლი: 0:1 ეუშტაკიო (90)

გაფრთხილება: სალიბა (54), დე ფრუჟელე (59), სიგური (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 12 (7) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჟოაო პინეირო (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089842