ფეხბურთი

3:10 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა პანამა დაამარცხა

პანამისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი დაახლოებით ისეთი გამოდგა, როგორსაც ელოდნენ. დიახ, ინგლისი ფლობდა ტერიტორიულ უპირსტესობას, მეტოქის ნახევარზე უფრო ხშირად ჩნდებოდა და ბურთსაც აკონტროლებდა (72%-28%) პირველ ტაიმში. მაგრამ ისეთი დამაჯერებელი ვერ იყო, როგორც წინა შეხვედრებში. არ ჩანდა ჰარი კეინიც და სახიფათო მომენტებამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა და როგირც ჩვენმა ერთმა ინგლისელმა კოლეგამ შენიშნა, ძლივს მორჩა პირველ ტაიმში დამატებულ სამ წუთთან ერთად, თომას ტუხელის გუნდის წვალებაო.

არადა ამ დროისათვის ამავე ჯგუფში ხორვატები განას 1:0 უგებდნენ და ცოცხალ ცხრილში ბრიტანალები მეორე ადგილზე დაქვეითდნენ.

მეორე ტაიმი კი ინგლისელებმა გაცილებით აგრესიულად დაიწყეს, მეტოქის ნახევარზე დასახლდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. რაშფორდს, კეინს, ბელინგემსაც შეეძლოთ გატანა.

გოლი მწიფდებოდა და ასეც მოხდა. 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ მარცხნიდან ჩააწოდა საჯარიმოში, იქ ჯუდ ბელინგემმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. გავიდა სულ რაღაც ხუთი წუთი და ახლა ბელინგემის გადაცემით ჰარი კეინმა შეაგდო თავით - 0:2.

ეს ჰარის მესამე გოლი გახლდათ მიმდინარე ტურნირზე და მე-11 ჯამში მსოფლიო ჩემპიონატებზე. გარი ლინეკერს (10 გოლი 12 შეხვედრაში) გადაუსწრო და ინგლისის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეც გახდა მუნდიალებზე.

შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო. ინგლისმა 7 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხორვატებმა საბოლოოდ მაინც მოუგეს განას (2:1) და ჯგუფში მეოტრე ადგილი დაიკავეს. მათმა 40 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კარიერაში 22-ე შეხვედრა ჩაატარა მუნდიალზე და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა, რითაც არგენტინელ დიეგო მარადონას გაუსწრო და გერმანელ მანუელ ნოიერს გაუთანაბრდა. ტურნირის ისტორიაში მხოლოდ არგენტინელ ლიონელ მესის (28), გერმანელებს ლოთარ მათეუსს (25), მიროსლავ კლოზეს (24), პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს (24) და იტალიელ პაოლო მალდინის (23) აქვთ ჩატარებული მეტი მატჩი.

L ჯგუფი

პანამა - ინგლისი 0:2 (0:0)

28 ივნისი. ისტ-რატერფორდი

0:1 ბელინგემი (62), 0:2 კეინი (67)

ხორვატია - განა 2:1 (1:0)

28 ივნისი. ფილადელფია

1:0 სუჩიჩი (31), 1:1 ლუკასენი (73) 2:1 ვლაშიჩი (83)

# გუნდი მოგება ფრე წაგება გატანილი გაშვებული ბალანსი ქულა
1. ინგლისი 3 2 1 0 6 2 +4 7
2. ხორვატია 3 2 0 1 5 5 0 6
3. განა 3 1 1 1 2 2 0 4
4. პანამა 3 0 0 3 0 4 -4 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170096