ფეხბურთი

12:42 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა გარი ლინეკერს გადაასწრო

ჰარი კეინმა გარი ლინეკერს გადაასწრო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

კეინმა პანამის ნაკრებთან მუნდიალზე მისთვის მე-11 გოლი გაიტანა და ინგლისელ ფეხბურთელებში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. კეინს 11 გოლისთვის სამი მუნდიალი და 14 მატჩი დასჭირდა.

მან 2018 წელს 6 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა, 2022 წელს 2 გოლს დასჯერდა, ხოლო მიმდინარე მუნდიალზე 3 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება გარი ლინეკერს, მან 10 გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ ორ მუნდიალზე ითამაშა და საამისოდ 12 თამაში დასჭირდა. გარიმ 1986 წელს 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, ხოლო 1990 წელს თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162001