კოლუმბიელმა ცენტრალურმა მცველმა დავინსონ საჩესმა შესაძლოა კარიერა იტალიურ "კომოში" გააგრძელოს. ინფორმაციას ინსაიდერი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიურმა კლუბმა "გალათასარაისთან" აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. თურქები სანჩესის სანაცვლოდ 15 მილიონს ევროს ითხოვენ და მხოლოდ ამ თანხის მიღების შემთხვევაში განიხილავს მის გაშვებას.
დავინსონ სანჩესი „გალათასარაის“ ღირსებას 2023 წლის სექტემბრიდან იცავს, მას შემდეგ კოლუმბიელმა მცველმა სტამბოლური კლუბის მაისურით 83 მატჩში ითამაშა და თავი 6 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





