ალჟირმა იორდანია 2:1 დაამარცხა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში. თამაში სანტა კლარაში, Levi's-ის სტადიონზე გაიმართა.
იორდანიის თადამსხმელმა ნიზან ალ-რაშდანმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. მისი გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა. მეორე ნახევარში ალჟირმა კუთხურების შემდეგ ორი ბურთი გაიტანა, თავი ნადირ ბენბუალიმ და ამინ გირიმ გამოიჩინეს..
ახლა ალჟირს 3 ქულა აქვს და J ჯგუფში მესამე ადგილზეა. 0-ქულიანი იორდანია მეოთხეზე.
მესამე ტურში იორდანია არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო ალჟირი ავსტრიას. ორივე მატჩი 28 ივნისს გაიმართება.
იორდანია - ალჟირი 1:2
23 ივნისი. სანტა-კლარა. სტადიონი “Levi's“
1:0 ალ-რაშდანი, (36), 1:1 ბენბუალი, (69), 1:2 გირი, (82)
იორდანია: აბულსტადიონი, აილა, ალ-არაბი, აბუ დაჰაბი (ობაიდი, 90+1), ნასიბი, ალ-რავაბდე, ალ-რაშდანი, აბუ თაჰა (აბუ ჰაშიში, 84), ჰადადი, ოლვანი (აბუ ზრაიკი, 90+1), ალ-მარდი (ალ-ფახური-ტაზაჰარი, 76)
მწვრთნელი: ჟამალ სელამი
ალჟირი: ზიდანი, მანდი, ბენსებაინი, აიტ ნური (ჰაჯამი 85), ბელგალი, ზერუკი (ბენტალები 46), ბუდაუი (ბენბუალი 46), მაზა, შაიბი, მაჰრეზი (ჰაჯ მუსა 76), გირი (ბელაიდი 86)
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
გაფრთხილება: აბუ დაჰაბი (64); ზერუკი (44)
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა: 8(4)-17(8), ბურთის ფლობა: 28%-72% , კუთხურები: 1-10, თამაშგარე: 1-0, ჯარიმები: 11-6
- არგენტინა 2 2 0 0 5:0 6
- ავსტრია 2 1 0 1 3:3 3
- ალჟირი 2 1 0 1 2:4 3
- იორდანია 2 0 0 2 2:5 0







