ფეხბურთი

3:58 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო ჯგუფიდან გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში მაროკოს ნაკრებმა შოტლანდიას აჯობა და პლეი-ოფში გავიდა.

მოჰამედ უაჰბის გუნდმა თამაში იდეალურად დაიწყო, რადგან მეორე წუთზე, პირველივე შეტევით დაწინაურდა: ბრაჰიმ დიასი პასის შემდეგ ისმაელ საიბარმა ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. პსვ-ს ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, წინა ტურში ბრაზილიას გაუტანა, ახლა შოტლანდიას და სულ მალე, მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელიც გახდება.

რაც შეეხება თამაშს, მაროკო მთლიანობაში უკეთესი იყო და დამსახურებულად მოიგო, რადგან უფრო ახლოს იყო მეორე გოლთან, ვიდრე შოტლანდია გათანაბრებასთან. სტივ კლარკის გუნდმა ვერც ჰაიტისთან დატოვა კარგი შთაბეჭდილება და ვერც ახლა, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა კი ბოლო ტურში მოუწევს, თანაც ბრაზილიის ნაკრებთან. საბოლოოდ, მაროკომ 1:0 მოიგო.

შოტლანდიის ნაკრები ბოლო ტურში 25 ივნისს, ჰაიტის ნაკრებს შეხვდება, ხოლო შოტლანდიას იმავე დღეს ბრაზილიის ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევს.

შოტლანდია - მაროკო 0:1 (0:1)

გოლები: 0:1 საიბარი (2)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095459