ფეხბურთი

16:40 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

აჩრაფ ჰაკიმი გაუპატიურების ბრალდების საქმეზე სასამართლოს ელის

"პარი სენ-ჟერმენისა" და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელ აჩრაფ ჰაკიმი საფრანგეთში გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.

სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საქმის სასამართლოში განსახილველად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. საქმე უკავშირდება 2023 წლის თებერვალში პარიზის გარეუბანში მომხდარ სავარაუდო ინციდენტს, რომლის შედეგადაც 24 წლის ქალი ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ჰაკიმი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„მართლმსაჯულებამ თვალებში ჩამხედა და მითხრა: ‘შენ რომ ცნობილი არ ყოფილიყავი, ეს საქმე საერთოდ არ იარსებებდა.’ წლების განმავლობაში დუმილი ავირჩიე. ვფიქრობდი, რომ ღირსების შენარჩუნება, მოთმინება და მართლმსაჯულების სისტემის ნდობა სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გააჩენდა, თუმცა დღეს, ჰყვებიან და ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც რეალობა არ არის. ხანდახან მგონია, რომ იოლი სამიზნე აღმოვჩნდი. ამ სასამართლო პროცესს პირველივე დღიდან ველოდი და ახლა ბენდიერი ვარ, რადგან საუბარს შევძლებ“, - განაცხადა ჰაკიმმა.

სასამართლო სხდომის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. თუ ჰაკიმი დამნაშავედ იქნება ცნობილი, მას საფრანგეთის კანონმდებლობით მძიმე სასჯელი ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101085