ფეხბურთი

18:10 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟერემი დოკუ "სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

24 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ჟერემი დოკუ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველა საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს და ბელგიელი ფეხბურთელი კლუბთან ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის "სიტიში" 2031 წლამდე დარჩება. დოკუს კლუბის გრძელვადიან გეგმებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება და ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი დოკუ "სტიიში" 2023 წელს გადავიდა, მან 2025-2026 წლების სეზონში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 8 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161621