განასა და პანამას შორის მატჩი თითქმის უგოლო ფრედ სრულდებოდა. ეს შდეგი არცერთ გუნდს აწყობდა და მნიშვნელოვნად შეამცირებდა მათ შანსებს პლეი-ოფში გასვლისა. თუმცა, „შავმა ვარსკვლავებმა“ გაძლეს და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს.
საინტერესოა, რომ სტუმარი გუნდი პირველ ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა. პანამა მეორე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ლოურენს ატი-ზიჯიმ თავისი გუნდი გადაარჩინა, სესილიო უოტერმანის შორეული დარტყმა მოიგერია. სტუმრებს შესვენებამდე ასეთი შანსი აღარ ჰქონიათ, ხოლო განელებს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე საერთოდ არ შეუწუხებიათ.
როგორც ჩანს, კურლუშ კეირუშმა შესვენებაზე თავისი ფეხბურთელები დამუხტა და ისინი მოედანზე სხვა განწყობით გავიდნენ. ორლანდო მოსკერას კი სამუშაო მიემატა. თუმცა, პანამელები შეტევებს არ წყვეტდნენ და თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კრისტიან მარტინესის დარტყმულმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ნომინალური მასპინძლების კარს. ჯორდან აიუმ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. შემდეგ კი იონას აჯეთიმ ახლო ძელს ოდნავ ააცილა.
ბოლოსკენ განელებს გაუმართლა. დამატებული დროის მეხუთე წუთზე სწრაფმა კონტრშეტევამ აფრიკულ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა: ბრენდონ თომას-ასანტემ მეკარეს გვერდი აუარა, ხოლო კალებ ირენკიმ ცარიელ კარში გაიტანა გოლი.
მატჩის ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის შორის მასშტაბური ჩხუბი მოხდა. განას საჯარიმოში ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც პანამის ნახევარმცველმა კარლოს ჰარვიმ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე ბენჯამინ ასარეს ფეხი დაარტყა და 90+10-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
განა - პანამა 1:0 (0:0)
18 ივნისი. ტორონტო. „ბიმო ფილდი“
1:0 ირენკი (90+5 )
განა: ატი-ზიჯი (ასარე, 46), აჯეთი, ოპოკუ, მენსა, სენაია, ირენკი, ოუსუ (სიბო, 78), სემენიო, ნუამა (ფატაუ, 58), სულემანა (თომას-ასანტე, 58), აიუ (ადუ, 87)
მწვრთნელი: კარლუშ კეიროში
პანამა: მოსკერა, კორდობა, ანდრადე, რამოსი, ბარსენასი, ჰარვი, ბლექმენი (გოდოი, 90), მურილიო, როდრიგესი (დიასი, 74), მარტინესი (ფახარდო, 63), ვატერმანი (ლონდონიო, 63)
მწვრთნელი: ტომას კრისტიანსენი
გაფრთხილება: ირენკი (16); ბლექმენი (73), ჰარვი (90+10)
მსაჯი: გლენ ნიუბერგი (შვედეთი)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები 8(2)-11(4), ბურთის ფლობა38%-62% , კუთხურები: 2-2 , თამაშგარე: 4-1
L ჯგუფის სატურნირო ცხრილი
| # | გუნდი | თამაში (P) | მოგება (W) | ფრე (D) | წაგება (L) | გატანილი (F) | გაშვებული (A) | ბურთების სხვაობა (GD) | ქულა (Pts) |
| 1 | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 3 |
| 2 | განა | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 3 |
| 3 | პანამა | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0 |
| 4 | ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 4 | -2 | 0 |







