ფეხბურთი

23:44 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედო“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა

დღეს, 13 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში „სამგურალმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთზე წყალტუბოელთა ბრაზილიელმა კლაუდიო სებოლინიამ გახსნა, 52-ზე კი მათე შათირიშვილმა მეორედ აიღო ქუთაისელთა კარი.

78-ე წუთზე სტუმართა სერბმა კომნენ ანდრიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, ხუთ წუთში მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ქუთათურთა გვინეაბისაუელ ნახევარრმცველ სორი მანეს მეორე ყვითელი ბარათი უუუჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. ამან, ცხადია, სტუმრებს კიდევ უფრო გაურთულა საქმე. საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა - 2:1 „სამგურალის“ სასარგებლოდ. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მეორე მარცხი გახლდათ ლიგაში. წყალტუბოელებმა კი მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს.

ამისდაკვალად, 26-ქულიანი „ტორპედო“ მესამე ადგილზეა, 24-ქულიანი „სამგურალი“ კი მეექვსეზე.

„რუსთავმა“ შინ აუტსაიდერ „მეშახტეს“ ავთანდილ გუჯაბიძის 73-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 მოუგო და 20 ქულით მეორე ადგილზეა. რუსთაველებისთვისაც ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. „მეშახტე“ კი მიჯრით მერვე მატჩში დამარცხდა და 10 ქულით ერთპიროვნული აუტსაიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08887