ფეხბურთი

15:43 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ დემიკელისი ბუნდესლიგის კლუბის მწვრთნელი გახდება

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელად მარტინ დემიკელისი დაინიშნება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

დემიკელისი „ლაიფცგითან“ კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ოლე ვერნერს შეცვლის. მარტინი გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, რადგან 7 წლის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.

სამწვრთნელო კარიერაც „ბაიერნის“ მეორე გუნდში დაიწყო, შემდეგ „რივერ პლეიტსა“ და „მონტერეის“ ავარჯიშებდა, ბოლოს კი „მალიორკაში“ იყო, რომელიც ლა ლიგიდან გავარდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093997