მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა B ჯგუფშიც დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში თანამასპინძელმა კანადის ნაკრებმა ბოსნიას უმასპინძლა.
თამაში საინტერესო გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. თუმცა, კანადა მთელი თამაშის განმავლობაში უკეთესი იყო, მათ შორის, მატჩის სტარტზეც, როცა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, ბოსნიის ნაკრებმა პირველივე შანსი გოლად აქცია: კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან იოვო ლუკიჩმა თავით ზუსტად დაარტყა და სერგეი ბარბარესის გუნდი დაწინაურდა. წინ გასულმა ბოსნიამ თავის დაცვა უფრო დიდი ძალებით დაიწყო და კანადასაც გაუჭირდა.
ჯესი მარშის გუნდმა მაინც არაერთხელ შექმნა ხიფათი მეტოქის კართაც, მაგრამ გოლი ვერაფრით გაჰქონდა. მანამ, სანამ, მოედანზე კაილ ლარინი არ შევიდა, რომელმაც მოედანზე გასვლიდან ორ წუთში მოახერხა ბოსნიელთა კარის აღება და გაათანაბრა. დარჩენილ დროში ისევ კანადა ცდილობდა გატანას, მაგრამ მეტი ვერ შეძლო და ფრე 1:1.
აღსანიშნავია, რომ კანადის ნაკრებმა ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, აქამდე 6-დან 6 თამაში ჰქონდა წაგებული.
კანადის ნაკრები 19 ივნისს, კატარს შეხვდება, ხოლო ბოსნიის მეტოქე მეორე ტურში 18 ივნისს, შვეიცარიის ნაკრები იქნება.
კანადა - ბოსნია 1:1 (0:1)
ტორონტო
კანადა (4-4-2): კრეპო; ჯონსტონი, დე ფუჟეროლე, კორნელიუსი, ლარიეა; ბიუქანანი (აჰმედი 61), კონე, ეუშტაკიო (ოსორიო 90), მილარი (შაფელბერგი 61); ჯ. დევიდი (პ. დევიდი 61), ოლუვასეი (ლარინი 76)
მწვრთნელი: ჯესი მარში
ბოსნია (4-4-2): ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლაშინაცი (ბრუნიჩი 90); ბაირაკტარევიჩი (სუნჯიჩი 74), ტაჰიროვიჩი, ბაშიჩი (გიგოვიჩი 62), მემიჩი (ალაიბეგოვიჩი 74); დემიროვიჩი, ლუკიჩი (ბაჟდარი 62)
მწვრთნელი: სერგეი ბარბარესი
გოლები: 0:1 ლუკიჩი (21), 1:1 ლარინი (78)
გაფრთხილება: ჯონსტონი (11), დე ფუჟეროლე (53) - დემიროვიჩი (45), ლუკიჩი (45), კატიჩი (93)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 8 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა)







