ფეხბურთი

20:20 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" მარკოს სენესი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ არგენტინელი მცველი მარკოს სენესი დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

სენესის „ბორნმუთთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „დეზებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. „ტოტენჰემმა“ მიმდინარე ზაფხულს მეორე ფეხბურთელი დაიმატა უფასოდ - მანამდე ენდრიუ რობერტსონი.

მარკოს სენესი „ბორნმუთში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 128 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის როტერდამის „ფეიენოორდისა“ და „სან ლორენსოს“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში მხოლოდ 3 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089129