მიუნხენის "ბაიერნი" ინგლისელი ფეხბურთელის მარკუს რაშფორდის დამატებით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც უკვე დაწყებული აქვს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა ავრცელებს.
როგორც ირკვევა, გერმანული კლუბი მზად არის "მანჩესტერის" მიერ მოთხოვნილი 34.5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურებაა. "ბაიერნს" რაშფორდის ამჟამინდელი ხელფასი, კვირაში 325,000 ფუნტი ძალიან ეძვირებათ. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები, თუმცა ფაქტია, რომ ინგლისელი ფეხბურთელის მომავალი დიდწილად სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი "მანჩესტერის" აღზრდილია, თუმცა გასულ სეზონში ის "ბარსელონაში" იყო განათხოვრებული. ესპანელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და შესაბამისად ფეხბურთელი ინგლისში დაბრუნდა.





