ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა მოიგო. დანიელე ფრანჩესკინის გუნდმა ფინალში ბელგია დაამარცხა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და 1:1 დასრულდა. ბელგია 85-ე წუთზე ნოა კობიელას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მალევე, მარჩელო ფუგაცოლამ პენალტით გაათანაბრა.
გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც იტალია უფრო ზუსტი იყო და 4:3 გაიმარჯვა.
იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო, ბოლო ორ წელიწადში კი მეორედ.





