რაგბი

17:35 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ ალგარვეში სამივე მოიგო

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში მიმდინარე ტურნირზე, პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში მოიგო და დღეს თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.

გიორგიი ნოზაძის შეგირდებმა პირველი თამაში „კაშკაისთან“ გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ 4 სინბინის გამო მოედანზე ფაქტობრივად სრულად კაცნაკლულები, პერიოდულად კი 5 კაცას ამარა იყვნენ მეტოქე 19:17 დაამარცხეს. ‘კაშკაისი’ სამჯერ დაწინაურდა, თუმცა სამივეჯერ შევძელით საპასუხო ლელოს გატანა და ბოლო გარდასახვით გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ლელოები მატის მოდებაძემ, საბა არჩვაძემ და ნიკოლოზ ნოქარაშვილმა მიითვალეს. გარდასახვები გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა.

მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრებს 14:7 ვძლიეთ. დაძაბულ შეხვედრაში დუბლი ნოქარაშვილმა შეასრულა, გარდასახვები კი ბაბუნაშვილმა და არჩვაძემ გაიტანეს.

დღის ბოლოს ჩინეთის ნაკრებს ერთის წილ ორი ლელო გავუტანეთ. ბაბუნაშვილმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა, მეორე ლელო კი ლუკა ალიბეგაშვილის ანგარიშზეა.

ალგარვეს მოსამზადებელ ტურნირზე, საქართველოს 7-კაცა დღეს თასის 1.4-ფინალში „ოქსფამ კურასდერს“ შეერკინება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160528