ფეხბურთი

22:20 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლოტმა „ფულემს“ უარი უთხრა

„ლივერპულის“ ყოფილმა მენეჯერმა, არნე სლოტმა, უარი თქვა „ფულემის“ ხელმძღვანელობის შეთავაზებაზე - წერს talkSPORT.

ლონდონური კლუბი ეძებს ახალ მენეჯერს მარკო სილვას შემცვლელად, რომელიც, სავარაუდოდ, ლისაბონის „ბენფიკას“ ჩაიბარებს. „ფულემმა“ გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 52 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილი დაიკავა.

სლოტი მერსისაიდელებს 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.. მისი თავკაცობით, „ლივერპულმა“ 2024/25 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში „წითლებმა“ 60 ქულა დააგროვეს და ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავეს. „ლივერპულში“ დანიშვნამდე სლოტი „ფეიენოორდს“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168809