მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დააანონსა, რომ სამშაბათს, 150 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებენ ერთ-ერთ ფეხბურთელზე. ას არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს, მაგრამ Telegraph-ის ცნობით, ეს ფეხბურთელი მაიკლ ოლისეა.
თუმცა, უცნაური ამბავი ისაა, რომ პერესმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ეს ფეხბურთელი არ თამაშობს პრემიერლიგაში, არ არის ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე. თუმცა, ბრიტანული გამოცემა დარწმუნებით იტყობინება, რომ „რეალი“ სწორედ ოლისეს შეძენას გეგმავს.
თავის მხრივ, „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ოლისეს გაყიდვის შანსი არ არსებობს, 200 მილიონ ევროდაც კი.
ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა, პერესის სამიზნე მართლაც მაიკლ ოლისე, რომელმაც „ბაიერნში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ოლისეს „ბაიერნში“ 107 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „კრისტალ პალასის“ და „რედინგის“ ღირსებას იცავდა.





