ფეხბურთი

1:39 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" რიკარდო კალაფიორის შეძენა სურს

მადრიდის „რეალს“ ლონდონის „არსენალის“ მცველის, რიკარდო კალაფიორის შეძენა სურს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ესპანურმა გრანდმა იტალიელ ფეხბურთელზე ინფორმაცია გამოითხოვა. „არსენალთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს კალაფიორის ტრანსფერი სურს.

პორტუგალიელი რიკარდოსთან „რომაში“ მუშაობდა და მას კარგად იცნობს. ჯერჯერობით, უცნობია, „არსენალს“ როგორი მოთხოვნები ექნება.

რიკარდო კალაფიორი „არსენალში“ 2024 წლიდან თამაშობს და 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე, ის „რომაში“, „ჯენოაში“, „ბაზელსა“ და „ბოლონიაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156515