მარსელის „ოლიმპიკის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ბრუნო ჟენეზიო გახდება. 59 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა.
ფრანგი მწვრთნელი „მარსელთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჟენეზიო ბოლოს „ლილში“ მუშაობდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მაგრამ გუნდი დატოვა და ამიერიდან „მარსელს“ გაწვრთნის, რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ჟენეზიოს კარიერის განმავლობაში ასევე უმუშავია „ლიონში“, „ბეიჯინგ გუოანსა“ და „რენში“.





