„პარი სენ-ჟერმენი“ ვილიან პაჩოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. მხარეებს შორის დიდი ხანია შეთანხმება მიღწეულია და მასზე ხელის მოწერა დაგეგმილია.
ეკვადორელი მცველი პსჟ-სთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევა და ხელშეუხებელია - ის კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
ვილიან პაჩო პსჟ-მ 2024 წელს დაიმატა და დღემდე 101 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „აინტრახტის“, „ანტვერპენისა“ და „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ რიგებში გამოდიოდა.





