ფეხბურთი

0:30 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლევან თანდილაშვილი ალბანეთის ჩემპიონი გახდა

ალბანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ეგნატიამ“, სადაც ქართველი მეკარე ლევან თანდილაშვილი თამაშობს, „დინამო ტირანა“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

„ეგნატიამ“ სეზონი 37 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. საჩემპიონო მატჩში თანდილაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 3 დარტყმაც მოიგერია და კარი მშრალადაც შეინახა.

23 წლის თანდილაშვილმა, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც თამაშობდა, „ეგნატიას“ მაისურით ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „თელავის“ და „ლოკომოტივის“ კარს იცავდა.

"ეგნატია" ალბანეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093164