ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
„ვლოცულობდი, რომ არაფერი მომხდარიყო, უბრალოდ დაჭიმულობა ან რამე მსგავსი ყოფილიყო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატთან ძალიან ახლოს იყო და ვიცოდი, რომ ბარძაყის კუნთის ტრავმა იყო, რაც აქამდე არასდროს მქონია. ამიტომ ვნერვიულობდი, რომ სერიოზული იყო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოვტოვებდი“, - თქვა იამალმა.
ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრების განაცხადშია, მაგრამ ჯერჯერობით, არაა ზუსტად ცნობილი, როდის იქნება სათამაშოდ მზად.





