„სან ანტონიო“ NBA-ს სუპერფინალშია. დასავლეთ კონფერენციის ფინალში „სპურსმა“ „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ შვიდმატჩიან სერიაში 4:3 დაამარცხა.
გადამწყვეტი შეხვედრა ტეხასელებმა სტუმრად, 111:103 მოიგეს. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც სტუმრებმა 31:26 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
„სან ანტონიოში“ საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 22 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ხოლო ჯულიან ჩაპანიეს აქტივში 20 ქულა და 6 მოხსნა იყო. „ოკლაჰომას“ შაი ალექსანდერმა ულიდერა 35 ქულით, 4 მოხსნით და 9 პასით.
„სან ანტონიო“ NBA-ს სუპერფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსი“ იქნება. სერიის პირველი მატჩი სან ანტონიოში 4 ივნისს გაიმართება.







