პსჟ-ს ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს „არსენალის“ წინააღმდეგ (1:1, 4:3 პენალტებში) გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა.
– წარმოუდგენელია. ჩემპიონთა ლიგის ერთხელ მოგება ხომ დიდებულია, მაგრამ ორჯერ...
– ვერ აღვწერ ჩემს ემოციებს. ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ, იმ მოგზაურობით, რომელიც გავიარეთ. ჩვენ ყველანი ერთი ჯგუფის, ერთი გუნდის ნაწილი ვართ და ამას ზედიზედ მეორედ ვიმსახურებთ.
– რა იყო დღევანდელი გამარჯვების გასაღები? შესაძლოა, ეს პენალტების სერიაში იღბალი გახლდათ. როგორ შეაფასებთ ამას?
– რა თქმა უნდა, როდესაც პენალტებს ასრულებ, იღბალი გჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისათვის ბევრი ვიშრომეთ. ასე რომ, ვფიქრობ, საბოლოო შედეგი და თასი დავიმსახურეთ. თამაშის დროს გოლის გატანის შანსები გვქონდა, ამიტომ ყველაფერი იდეალურად იყო“, - თქვა კვარაცხელიამ Okko-ს გადაცემაში.







