ფეხბურთი

13:55 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლას ოტამენდი "რივერ პლეიტში" გადავიდა

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ნიკოლას ოტამენდი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „რივერ პლეიტში“ გააგრძელებს.

38 წლის მცველის ტრანსფერი „მილიონარიოსის“ ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

ნიკო „რივერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 1-ლი ივლისიდან შეუერთდება, ხოლო კონტრაქტი ძალაში 2027 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

ოტამენდი არგენტინაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, როცა „ველეს სარსფილდში“ თამაშობდა. ევროპაში არგენტინელმა მცველმა წარმატებით ითამაშა „პორტუში“, „ვალენსიაში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბენფიკაში“, ცოტა ხნით ის ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროშიც“ იყო. არგენტინის ნაკრებში მან 2009 წლიდან დღემდე 130 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092985