ფეხბურთი

23:20 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის დამატებით ბუნდესლიგის კლუბი ინტერესდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევის ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. ფრანგული გამოცემის foot11.com-ის ინფორმაციით მისით გერმანული "ჰოფენჰაიმია" დაინტერესებული.

გერმანული კლუბი მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს და შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის კი ერთ-ერთ ვარიანტად ზურიკო დავითაშვილის კანდიდატურას განიხილავს. ფრანგული მედიის ცნობით, მათ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი გასულ კვირას ერთბაშად ექვს კლუბს: "ბეშიქთაშს", "ევერტონს", "ოლიმპიაკოსს", "ბენფიკას", "ლილსა" და "მონაკოს" დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა2-ის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16931