ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მადრიდის „რეალი“ და პსჟ „ჩელსის“ ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის შეძენით დაინტერესდნენ.
25 წლის არგენტინელისთვის მათ კონკურენციას „მანჩესტერ სიტი“ გაუწევს. ფერნანდესის ტრანსფერის ღირებულება შესაძლოა დაახლოებით 100 მილიონი ევრო იყოს.
ნახევარმცველი „ჩელსიში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2032 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
2025/26 წლების სეზონში ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე 54 მატჩში 15 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გშეასრულა.





