ფეხბურთი

10:26 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გლასნერი: „განსაკუთრებული ღამე იყო“

„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის გამარჯვებაზე უეფას კონფერენს ლიგის 2025/26 წლების ფინალში. „არწივებმა“ გადამწყვეტ მატჩში „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხეს.

„მატჩი ისე წარიმართა, როგორც ველოდით, მაგრამ ვფიქრობ, შესვენების შემდეგ 15 წუთი განსაკუთრებული გვქონდა. ბოლოს დაცვაში მტკიცედ ვითამაშეთ. ეს განსაკუთრებული ღამეა - ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამას იმსახურებენ.

თავს ამ გუნდის ნაწილად ვთვლი. მწვრთნელი მარტო ვერაფერს მიაღწევს. ძლიერი პერსონალი და, უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი მოთამაშეები გჭირდებათ. ასეთი გუნდი გვყავს - ისინი ერთად რჩებიან და შრომობენ. პირველივე დღიდან ვუთხარით ფეხბურთელებს, რომ შრომისმოყვარეობით ყველაფერი შესაძლებელია“, - ციტირებს გლასნერის სიტყვებს BBC.

„კრისტალ პალასმა“ ისტორიაში პირველად მოიგო კონფერენს ლიგა და „ვესტ ჰემისა“ და „ჩელსის“ შემდეგ გახდა მესამე ინგლისური გუნდი, რომელმაც ამ ტურნირზე გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091767